ზაზა გაბუნია: ქალბატონო ანა, ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური გაღიმება არაა!

ზაზა გაბუნია: ქალბატონო ანა, ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური გაღიმება არაა!

 პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი პირი ერთის მხრივ მთელ საზოგადოებას დამრიგებლური ტონით გველაპარაკება სახელმწიფოებრიობაზე და პოლიტიკურ კულტურაზე და მეორეს მხრივ თავს უფლებას აძლევს სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ფორმით გამოხატოს უპატივცემულობა პიროვნებების და ინსტიტუტების მიმართ. მინდა ვუთხრა მათ, ზრდილობა  მხოლოდ პროტოკოლური ღიმილი არ არის. ამ განცხადებების შემდეგ რა ფასი აქვს მათი მხრიდან მაღალ მატერიებზე საუბარს?! ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ქალბატონი დოლიძე დილით ხარისხიანი დისკუსიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, რისთვისაც მას მადლობაც ვუთხარით და შევქმენით კიდეც შესაბამისი გარემო სესიაზე და საღამოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისი სტატუსისთვის შეუფერებელი სიტყვებით ლანძღავს. რა იქნება შემდეგ? გთხოვთ დავფიქრდეთ, ხომ არ ვაძლიერებთ სიძულვილს ჩვენი დაუფიქებელი და იმპულსური განცხადებებით