დავით საყვარელიძე სააკაშვილის მოქალაქეობაზე:  ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს

დავით საყვარელიძე სააკაშვილის მოქალაქეობაზე: ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს

უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დარჩა. ამის შესახებ საყვარელიძე პოსტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

„ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. აშკარაა, რომ უკრაინამ მორიგი „იანუკოვიჩი“ მიიღო - ოღონდ ინგლისურად მოლაპარაკე!!! ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - უკრაინა გადარჩენის და სახელმწიფოს შენარჩუნების ზღვარზეა. ადამიანი, რომელიც ამაზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს!!! ჩვენ კოორდინირება გვექნება შექმნილ შტაბებთან ერთობლივ სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ წინსვლას ყველა ზომების მიღებით. ვინ არის ჩვენთან სიმართლისთვის?!“ - წერს „ფეისბუქში“ დავით საყვარელიძე.