ვისაც სურს დაინახოს ქართული ოცნების დამოკიდებულება თვითმმართველობისადმი, ვურჩევ გვერდიგვერდ დადოს ევროპული ქარტია და ჩვენს მიერ კონსტიტუციასა და კოდექსში შეტანილი ცვლილებები

ვისაც სურს დაინახოს ქართული ოცნების დამოკიდებულება თვითმმართველობისადმი, ვურჩევ გვერდიგვერდ დადოს ევროპული ქარტია და ჩვენს მიერ კონსტიტუციასა და კოდექსში შეტანილი ცვლილებები

როცა ვინმეს სურს დაინახოს ქართული ოცნების დამოკიდებულება თვითმმართველობისადმი, ვურჩევ გვერდიგვერდ დადოს ევროპული ქარტია თვითმმართველობის შესახებ და ჩვენს მიერ კონსტიტუციასა და კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

ქარტიის პირველივე ნაწილში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებზე და ასეთი საფუძვლების შევქმენით.

იქვე არის საუბარი თვითმმართველობის შესაძლებლობებზე გააჩნდეთ უნარი გადაჭრან ადგილზე არსებული პრობლემები. კოდექსში ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილებებით იზრდება თვითმმართველობის შესაძლებლობები ანუ აქაც მივყვებით ევროპული ქარტიის პრინციპებს.

როცა თქვენს საუბრობთ, რომ მუნიციპალიტეტების გამსხვილება არის ცუდი, თქვენ უნდა მოისმინოთ გამსხვილების სასარგებლო არგუმენტებიც.

კერძოდ:უფრო დიდი ზომის მთავრობას საკუთარი სერვისის ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ხარისხით და ნაკლები დანახარჯით მიწოდება შეუძლია

მუნიციპალიტეტის გამსხვილების შედეგად უმჯობესდება რეგიონალური კოორდინაცია მსხვილ მუნიციპალურ ერთეულს აქვს მეტი რესურსი ადგილობრივ დონეზე ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. საწარმო, თავისი ფუნქციონირებისთვის სწორედ ასეთ მუნიციპალიტეტს ირჩევს, კომუნიკაციის სიმარტივის და ერთგვაროვანი რეგულაციების გამო.

ამასთან, მსხვილ მუნიციპალიტეტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ გავლენა მოახდინონ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვვეტილებებზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ფრაგმენტაცია, სეპარაცია, დანაწევრება ცუდია თვითმმართველობისთვის. ასე თვლის ცენტრალური ევროპის ბევრი სახელმწიფო, რომელთაც იგივე ცვლილებები განახორციელეს.

ამ ყველაფრის ფონზე, მე მიმაჩნია, რომ ვეტო არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა. ჩვენი ხელისუფლება ქმნის საკმარის წინაპირობებს თვითმმართველობის განვითარებისთვის და თქვენ უნდა იყოთ ამ პროცესის პარტნიორი. რადგან იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლებების როლი პრობლემების დაძლევის საკითხებში.

რადგან დანახარჯები იქნება მიზნობრივი და ოპტიმალური.

რადგან მოქალაქე იქნება უფრო ახლოს მმართველობის პროცესთან და გადაწყვეტილების მიღებასთან. მიგვაჩნია, რომ ეს არის გზა იქით, საითაც გველოდება ეფექტური და ძლიერი თვითმმართველობა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის