ანა დოლიძე:  ეს არის ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა

ანა დოლიძე: ეს არის ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა

პარლამენტში ვეტოს წარდგენა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის შეწყვეტა არაერთგზის, მისთვის ხელის შეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები, ეს უკვე აღარ არის ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი და არც იურიდიული საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს რიგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შეუშალა ხელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს იმ შენიშვნებზე ესაუბრა, რომელიც ვეტოს ეხებოდა.

„პარლამენტში ვეტოს წარდგენა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის შეწყვეტა არაერთგზის, მისთვის ხელის შეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები, ეს უკვე აღარ არის ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი და არც იურიდიული საკითხი. ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ ხელი შეუშალა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ვინც არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში, განეხორციელებინა უფლება წარედგინა ვეტო. არაერთხელ ხელი შეუშალა საუბრის გაწყვეტით, ასევე, მცდელობით, დაეწესებინა რისი თქმის უფლება აქვს საპარლამენტო მდივანს და რისი არა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.