სერგო რატიანი ირაკლი კობახიძეს:  თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამე

სერგო რატიანი ირაკლი კობახიძეს: თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამე

თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამე, - ასე მიმართა ”ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. სერგო რატიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეაწყვეტინა გამოსვლა და მოუწოდა მას, როგორც საჯარო მოსამსახურეს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსობრივ ნაწილზე ელაპარაკა და არ გაეკეთებინა პოლიტიკური შეფასებები, ვინაიდან პოლიტიკოსი არ იყო.

„უამრავი საჯარო მოხელე გამოსულა აქ, ადამიანი, რომელიც დგება აქ [ტრიბუნასთან] პოლიტიკურ განცხადებას და შეფასებებს აკეთებს. თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამე, როდესაც პრაქტიკულად გააწყვეტინეთ შუაში ბევრჯერ და გაუგებარ პოლემიკაშ შეხვედით. ეს მიუღებელია საქართველოს პარლამენტისთვის და სრულიად არაადეკვატურია“, - განაცხადა რატიანმა.

„თქვენ იურისტი არ ბრძანდებით და არ მოგეთხოვებათ მაღალი კვალიფიკაცია, თუმცა ეს უნდა იცოდეს ანა დოლიძემ, რომელიც არის საჯარო მოხელე. მე გახლავართ იურისტი და ზედმიწევნით კარგად ვიცი, სად გადის ზღვარი პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეს შორის“, - აღნიშნა საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ.