კოლეგებო, აბსოლუტურად თავისუფალი და სუფთა სინდისით შეგვიძლია უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო

კოლეგებო, აბსოლუტურად თავისუფალი და სუფთა სინდისით შეგვიძლია უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტის ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტში არც ერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს.

”საუბარია არა იმაზე, რომ სუსტია არგუმენტაცია, არამედ იმაზე, რომ ნულოვანია. აქედან გამომდინარე კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ აბსოლუტურად თავისუფალი და სუფთა სინდისით შეგვიძლია უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს. და ბოლოს, აქ ისმოდა რეპლიკები თითქოს ჩვენ გვინდა ხალხის გაქრობა - ეს ღმერთმა ნუ წარმოგვადგენინოს. ესეც რომ არ იყოს, სუბიექტურად ვართ დაინტერესებული ხალხის არსებობით, რადგან ხალხი არის ის, ვინც გვაგებინებს არჩევნებს. ეს მოხდა შარშან და ეს მოხდება წელსაც. ეს იქნება მორიგი პლებისციტი, რომლითაც დადასტურდება საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქრთველოში 2012 წლიდან და რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოში ვითარება. ეს ცვლილებები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი, ემსახურება იმას, რომ ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და მოხდეს პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და კონსოლიდაცია”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.