სამგორის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება

სამგორის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, ვარკეთილის დასახლებაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი უკვე შეიცვალა.   წყალარინების ქსელის სარემონტო სამუშაოები კი წლის ბოლომდე  დასრულდება.

შოთა რუსთაველის ქუჩის N4, N6, N8, N10, N12 და მეგობრობის ქუჩის N1 კორპუსებისთვის ამ ეტაპზე უკვე მოეწყო  ახალი საკანალიზაციო ქსელი .

2017 წლის ბოლომდე  მეგობრობის და რუსთაველის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაა დაგეგმილი,  რის შემდეგაც  ქუჩების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

მიმდინარე სამუშაოებს  სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ინფრასტრუქტურის სამსახურის, მუნიციპალიტეტის და   „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამასთან,  გიორგი ბაგრატიონი   ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი პროექტი განიხილა.