NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარადგენს

NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარადგენს

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) და CRRC-საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარადგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ NDI-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დემოკრატიის განვითარებასთან, საარჩევნო პროცესებთან, თბილისის მერობის კანდიდატებთან, პარტიების მხარდაჭერასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

„კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, გაიმართება“, - აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.