ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დე ფაქტო შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციას შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას მხარი 23-მა დე ფაქტო დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ორმა კი თავი შეიკავა.

დე ფაქტო შს მინისტრის ასლან კობახიას განცხადებით, „სახელმწიფოთაშორისო ორგანო რუსეთისა და აფხაზეთის შს მინისტრების დაქვემდებარებაში იქნება“.

„ცენტრი იქმნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის აფხაზეთისა და რუსეთის საქმიანობის კოორდინირების მიზნით. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლაა. ცენტრის ფარგლებში მოხდება ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის“, - დასძინა ასლან კობახიამ.