დეპუტატის თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გაიზარდა

დეპუტატის თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გაიზარდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

“მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვყატო ჩემი და ჩვენი გუნდი პოზიცია, რაც ყველაზე მტკივნეულ თემას ეხება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და რა თქმა უნდა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატს და მექანიზმს, ორმხრივს თუ მრავალმხრივს, იმისთვის, რომ ეს თემები ყოველთვის მაღალ დონეზე და ნებისმიერ დონეზე იქნას განხილული და იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ჩვენ ამ მხარდაჭერის შედეგს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვხედავთ. შესაბამისად, ყველა ის სპეკულაცია რასაც ჩვენ ოპონენტების მხრიდან ვისმენთ დროდადრო, ყველანაირად მოკლებულია საფუძველს და ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და ცალსახაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ეს იმის ფონზე როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს.

ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეების ძლიერი მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ, მივესალმები კონგრესის მიერ ინიცირებულ და დამტკიცებულ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც წარმომადგენელთა პალატა გმობს რუსეთის ფედერაციის საქართველოში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, ნაკისრი ვალდებულებების უგულველყოფას და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, და რა თქმა უნდა, მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების კონტექსტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ეს მართლაც უპრეცენდენტო სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს, რაც კიდევ უფრომმეტად მყარდება ახლო მომავალში ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტით საქართველოში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის.

ჩვენი გუნდის საგარეო კურსი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, არის მხოლოდ ერთი - ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტურებში სწრაფვა და ამას ნამდვილად ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს თანმიმდევრულ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.