დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი ქვეყანაში არსებული სტაბილურობაა

დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი ქვეყანაში არსებული სტაბილურობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია ის, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იგრძნობა.

“ბოლო პერიოდში, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს საკითხმა, ზოგადად, დაკარგა აქტუალობა მსოფლიოში და აღარ არის დღის წესრიგში და კეთდება გარკვეული შედარებები. მე მაინტერესებს აქტუალობაშიუ თქვენ რას გულისხმობთ? აგვისტოს ომის დღეებში რომ მსოფლიოს მედიაში რომ საქართველოს მდგომარეობით იწყებოდა ახალი ამბები და საქართველოთი მთავრდებოდა? ჩვენ ასეთ აქტუალობაზე უარი ვთქვით და სულ სხვა პოლიტიკა ავირჩიეთ.

სხვათა შორის, ამის მიღწევა ძალიან მარტივია. საკმარისია იმ პროვოკაციას წამოვეგოთ, რაც ხშირად არის საქართველოს ტერიტორიაზე და მერწმუნეთ, რომ საქართველო ნამდვილად დაბრუნდება ისევ დღის წესრიგში მსოფლიო მედიის და გადაფარავს ნებისმიერ თემას.

ჩვენ სხვა პოლიტიკა ავირჩიეთ. ჩვენი პოლიტიკა, მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ამაზე ნაკლებად ვსაუბრობთ რატომღაც, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, მე ვფიქრობ, “ქართული ოცნების“, რადგან ბოლო ხუთი წლის მანძილზე მართლაც იგრძნობა სიმშვიდე და სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროვოკაციაა და დღესაც გრძელდება ეს პროვოკაციული ქმედება ზოგიერთი მეზობლი მხრიდან და არის ჩვენს ტერიტორიაზე და ეს არის მთავარი დაკვეთა ჩვენი საზოგადოების.

რაც შეეხება საქართველოს საკითხის აქტუალობას, მართლაც აქტუალურია დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მსოფლიოში. ეს არის ფაქტი, ამაზე ვისაუბრეთ დღეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს და ეს გამოიხატება ზუსტად იმ რეზოლუციებში, რომელიც მიიღო შეერთებულმა შტატებმა ბოლო პერიოდში. ეს არის მართლაც ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი რეზულტატი, რისთისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საგარეო გუნდს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა .