ეკა ბესელია: ნათელია, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული მოდელი

ეკა ბესელია: ნათელია, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული მოდელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომიისის პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის გამოგზავნილი წერილში კომისიის პოზიცია კარგად არის დაფიქსრიებული.

"ნათელია, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული მოდელი. პროცესი იმის გამო არ უნდა შეჩერდეს, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები არსებობს. თუ ყველა ამბობს და მათ შორის ვენეციის კომისია, რომ ეს კონსტიტუცია ამ ცვლილებებით უკეთესი იქნება და ის ძლიერ საპარლამენტო მოდელს აყალიბებს, მხარი რატომ არ უნდა დაუჭირო? იმიტომ, რომ ვიწრო პარტიული ხედვაა?- ამ საკითხში ვენეციის კომისიის პოზიცია ჯანსაღია", -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს.