ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

ამაზრზენია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს ადამიანი, ვიზეც ზუსტად იცი რისთვის მიაბრძანეს ,,ქართული ოცნებიდან’’.

ამასთან, ბატონი ხუხაშვილი, იმ ადამიანების რიგში ჩადგა, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ, უდავოდ პროგრესული კონსტიტუციური რეფორმის დისკრედიტირებას. უბრალოდ სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ შეურაცხყოფის არანაირ ფორმას არ ერიდება. სამწუხაროა, რომ მისი გააქტიურება და ირაკლი კობახიძეზე ასეთი უზნეო ფორმით თავდასხმა,  პარლამენტის წევრების მხრიდან პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის კრიტიკას ემთხვევა ხოლმე. განვითარება და კონსტიტუციური რეფორმა ხალხის დაკვეთა და ,,ქართული ოცნების’’ დაპირებაა, ამიტომ ამ პროცესს სუბიექტური ინტერესებით მართული ადამიანები  ნამდვილად ვერ შეაჩერებენ