“The Beatles”-ის საუკეთესო ალბომები

“The Beatles”-ის საუკეთესო ალბომები

ორი დღის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ „New Musical Express”  საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ჟურნალის მკითხველებს ჯგუფი „The Beatles”-ის ყველაზე პოპულარული ათი ალბომის ჩამონათვალი უნდა შეედგინათ.

გამოკითხვა ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ბრიტანელი მელომანების აზრით, ლივერპულელი ოთხეულის ყველაზე პოპულარული ალბომი “Sgt Peppers Lonely Hearts Club Band”-ია. საინტერესოა რომ ჯგუფის ბოლო ჩანაწერი „Let It Be” პირველ ათეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-12 პოზიციაზე განთავსდა.

„The Beatles”-ის ყველაზე პოპულარული და დღემდე მოთხოვნადი ალბომების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება.

1. „Sgt Peppers Lonely Hearts Club Band”

2. “Abbey Road”

3. “Revolver”

4. “Please Please Me”

5. The Beatles (The White Album)”

6. “Help”

7. “Rubber Soul”

8. “A Hard Day’s Night”

9. “With The Beatles”

10. “Magical Mystery Tour”