მიმდინარე წლის 18 ივნისს, ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნის დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდება.
მომღერალი და მისი ახლობლები ამ საზეიმო თარიღისთვის უკვე ემზადებიან. სერ პოლი 18 ივნისისთვის დიდი წვეულების მოწყობას გეგმავს. მას აუცილებლად დაესწრება პოლ უელერიც.
გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ პოლ უელერმა სპეციალურად მაკარტნისთვის „The Beatles”-ის ცნობილი კომპოზიცია „Birthday”-ის ე.წ. ახალი ქოუვერ-ვერსია დაწერა.
უელერის განცხადებით ამ სიმღერას პირველად ბრიტანელი მუსიკოსის დაბადების დღეზე შეასრულებს. რასაკვირველია მის პრემიერას თავად იუბილარიც დაესწრება.
უახლოეს ორ კვირაში ეს სიმღერა გაყიდვაში გამოჩნდება. ამ დისკის გასაღებიდან შემოსული მთლიანი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია „War Child”-ის ანგარიშზე ჩაირიცხება.