“ABBA” კვლავ პოპულარულია

“ABBA” კვლავ პოპულარულია

მიმდინარე წლის 23 მაისს, თავის დროზე პოპულარული შვედური ჯგუფი „ABBA”-ს წევრებმა, 1981 წელს ჩაწერილი ალბომი „The Visitors” ხელახლა გამოსცეს.

ეს ნამუშევარი ჯგუფის დისკოგრაფიაში რიგით მერვე და უკანასკნელი გახლავთ.

1982 წელს შვედური ჯგუფი დაიშალა და მის წევრებს ერთობლივი მუსიკალური კარიერა არ განუახლებიათ.

ორი დღის წინ გამოცემამ „New Musical Express” გაავრცელა ცნობა, რომ დიდ ბრიტანეთში შვედური ოთხეულის ზემოთდასახელებული ალბომი გაყიდვაში გამოსვლის პირველივე დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ორი კვირის განმავლობაში მისი 25 ათასი ცალი გაიყიდა.