ბორდერიზაციის პროცესი ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას აბრკოლებს

ბორდერიზაციის პროცესი ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას აბრკოლებს

ბორდერიზაციის პროცესი ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას აბრკოლებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიისგან იქ არსებული სიტუაციის შესახებ. ვფიქრობ, ბორდერიზაციის პროცესი აბრკოლებს ამ ტერიტორიაზე შესვლას და ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ამ განცხადების ფარგლებში კეთდება“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.