ვერ გეტყვით, რა იქნება კომპრომისი - ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან

ვერ გეტყვით, რა იქნება კომპრომისი - ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან

ვერ გეტყვით, რა იქნება კომპრომისი - ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ამასთან, კითხვაზე: საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო რამდენად შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კომპრომისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის მიცემა, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულად ვერაფერს იტყვის, რადგან წინადადებებს ოპოზიციური პარტიებისგან ელოდება.

მისი თქმით, მზად არის ოპოზიციის ყველა შეთავაზება ყურადღებით განიხილოს.

„ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს უკვე ავსახეთ დოკუმენტში. ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული და ასახული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, წინადადებები ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს დაველოდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რა შეიძლება აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.