ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურა რუსეთს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას სთხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურა რუსეთს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას სთხოვს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საქართველოს მოქალაქეების სია გადასცა, რომლებიც „ეჭვმიტანილნი არიან 2008 წლის აგვისტოში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“.

აღნიშნულ სიაში ასევეა მოხვედრილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სულ სიაში 76 ადამიანია.

„სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად პირთა სია გადასცა. ამ სიაში მიხეილ სააკაშვილი და ქართველი სამხედროები ფიგურირებენ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.