ეუთო-ს წევრი ქვეყნების 30 საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავს

ეუთო-ს წევრი ქვეყნების 30 საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავს

ეუთო-ს წევრი ქვეყნების 30 საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში, ქალაქ მაუერბახში დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე მხარეები სამხედრო კონფლიქტების გადაჭრის, ტერორიზმთან ბრძოლისა და საიმიგრაციო კრიზისის საკითხებს განიხილავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სხდომა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივითაა ორგანიზებული.

აღნიშნული შეხვედრის დევიზად გამოტანილია სლოგანი „ნდობის მიღწევა დიალოგისა და კოოპერაციის მეშვეობით“.