ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მოსულში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჰაიდერ ალ-აბადეს განცხადება ჯერ კიდევ კვირას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ იმ მიზეზით გადადო, რომ ქალაქში ფინალური ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქი იყო 2014 წლიდან. სწორედ მოსულიდან გამოაცხადა დაჯგუფების ლიდერმა ე.წ. ხალიფატი.
მოსულისთვის ბრძოლა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად განადგურდა ქალაქის ნაწილი და დაიღუპა ქალაქის ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები. იძულებით გადაადგილებულია 920 ათასი ადამიანი.