აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს.

საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.