საქართველოს მთავრობამ გვაცნობა, რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში

საქართველოს მთავრობამ გვაცნობა, რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში

საქართველოს მთავრობამ გვაცნობა, რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განუცხადა.

ვენეციის კომისიის მდივანმა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, რა საკითხზე არის საქართველოს მთავრობა მზად კონსენსუსისთვის.

„მთავრობამ გვაცნობა, რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში, თუმცა მე არ დავაკონკრეტებ, რა დათმობაზე მიდის საუბარი, ვინაიდან არ გვსურს ჩავერიოთ ამ პროცესში. საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე კონსენსუსის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მხოლოდ მითითებებს მისცემს ქართულ მხარეს“, - განაცხადა ტომას მარკერტმა.

მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევა მთავრობისა და ოპოზიციის პრეროგატივაა.

ვენეციის კომისიის მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა დამატებითი მოლაპარაკებების ჩატარება, რათა მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც სტრასბურგში ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო, მან აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრის მთავარი მიზანი „კონსენსუსის გამომუშავება და მიღწევაა“.

„ეს შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ან თბილისში, ან სტრასბურგში“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა.