„დიდი ოცეულის“ სამიტის ლიდერების სხდომაზე ივანკას მე თვითონ ვთხოვე ჩემი ადგილი დაეკავებინა

„დიდი ოცეულის“ სამიტის ლიდერების სხდომაზე ივანკას მე თვითონ ვთხოვე ჩემი ადგილი დაეკავებინა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტის ლიდერების სხდომაზე ივანკა ტრამპის მიერ მისი ადგილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

„როდესაც მე სხდომა დავტოვე, რათა შევხვედრილიყავი იაპონიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს, ივანკას ვთხოვე ჩემი ადგილი დაეკავებინა. სტანდარტული სიტუაციაა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისივე თქმით, ჰილარი კლინტონის შვილისთვის ჩელსი კლინტონისთვის რომ ეთხოვათ დედამისის ადგილი დაეკავებინა, ყალბი სიახლეების მედია მაშინვე დაწერდა „ჩელსი პრეზიდენტად!“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილმა, ივანკა ტრამპმა ჰამპურგში „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრაზე მამის ადგილი დროებით დაიკავა, რასაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა ამერიკულ მედიაში.