მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე  არჩილ ჯაფარიძე და  მოადგილე  ემზარ საბანაძე.

გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა და მისმა შენაკადებმა ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. მწყობრიდან გამოვიდა გზები და ნაპირსამაგრები, დააზიანდა ხიდები, დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. ამჟამად ორი სოფელი თევრეშო და გონა გარესამყაროს მოწყვეტილია იქ მცხოვრებ ოჯახებს გადაუდებელი საჭიროებისათვის აუცილოებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტი საფეხმავლო ბილიკებით მიეწოდებათ.

გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო გაეცნო   სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას დაინტერესდა  სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობით  და დახმარებას აღუთქვა  მოსახლეობას. მოგვიანებით მაჟორიტარმა უწერა და შოვიც მოინახულა.