არსებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს

არსებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს

არსებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. ამის შესახებ kvirispalitra.ge-ს "საყდრისის კომიტეტის" წევრმა, ნინო ბურჭულაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იუნესკომ გელათის მოდიფიკაციის ახალი საზღვრები დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნდა.

"პოლონეთში, კრაკოვში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს იუნესკოს კომიტეტის სხდომა, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით სხდომას, გუშინ უნდა ყოფილიყო ქართული ე.წ. გელათის საკითხის განხილვა და დღეისთვის გადაიდო. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გელათის საზღვრების მოდიფიკაცია არის დამტკიცებული და გელათი ამოღებულია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან, რაც შეეხება ბაგრატს, ის ამოღებულია მსოფლიო კულტურული მემკვდირეობის ნუსხიდან", - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

აღნიშნულ საკითხებზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე იმსჯელეს.