სოფო კილაძე საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა

სოფო კილაძე საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფას შეხვდა.

სოფო კილაძის შეფასებით, ეს იყო პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომიტეტსა და საელჩოს შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. „მივესალმებით, რომ ყატარის მხარე დაინტერესებული არის ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში და ამ კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. ყატარი ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანაა და ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ ძალიან ნაყოფიერად. ადამიანის უფლებები იქნება ერთ-ერთი, სადაც უფრო გავაღრმავებთ ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სტუმარმა ქართულ მხარეს გააცნო ინფორმაცია, რომ ყატარი 4 ქვეყნის ბლოკადაში იმყოფება და ისაუბრა არსებული კრიზისის პირობებში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.