ჩვენ ვიბროლებთ, ქართული მხარის მიმართ იმედი დაკარგული არ გვაქვს

ჩვენ ვიბროლებთ, ქართული მხარის მიმართ იმედი დაკარგული არ გვაქვს

ქართული მხარის მიმართ იმედი დაკარგული არ გვაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქიმ განაცხადა.

მისი თქმით, ლტოლვილის სტატუსს ელოდებოდა, თუმცა "მოხდა ის, რაც მოხდა".

"ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი ბერკეტები და ვიბროლებთ, ქართული მხარის მიმართ იმედი დაკარგული არ გვაქვს. თუკი თურქეთში ჩემი მეუღლის ექტრადირება მოხდება, მე და ჩემი შვილებიც უნდა წავიდეთ და ჩვენ აღმოვჩნდებით დიდი საფრთხის ქვეშ. ამასთან, თურქეთის ციხეებში ძალიან რთული ვითარებაა", - განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.

მან თურქეთში გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა სახელწოდებით "სამართლიანობა".

"გუშინ გამართულ აქციას 2 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს", - აღნიშნა თუბა ჩაბუქიმ.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.