მმართველი გუნდი სტრასბურგში შეხვედრამდე, ვენეციის კომისიას ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადაუგზავნის

მმართველი გუნდი სტრასბურგში შეხვედრამდე, ვენეციის კომისიას ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადაუგზავნის

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადაუგზავნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრალესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას აღარ შედგება. შეხვედრა, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა მომავალ კვირას ჩაინიშნოს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ტექსტი, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ. ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა და გავმართავთ დიალოგს ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან ისინი არიან ძირითადი აქტორები პოლიტიკური პროცესის და შესაბამისად, კონსენსუსის ძიება პარტიებთან კონსულტაციის პირობებში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ გამოიკვეთება ვენეციის კომისიაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვის თარიღი.

ჩვენი მხრიდან იქნება აქტიური მცდელობა და ვქმნით წინაპირობებს იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს ოპოზიციურ პარტიებთან. ვნახოთ, რა გამოხმაურება და შემხვედრი ნაბიჯები იქნება პოზიციური პარტიების მხრიდან, სწორედ ამის შემდეგ, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესი ამგვარად წარიმართება, იქნება გონივრული, რომ ვენეციის კომისიის პირობებში შეხვედრა გაიმართოს“, - განაცხადა გაბუნიამ.