რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ნატო და ალიანსის ქვეყნები თქვენს მხარეს არიან

რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ნატო და ალიანსის ქვეყნები თქვენს მხარეს არიან

უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის კიევში ჩატარება ცხადყოფს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ უკრაინას ნატო-ს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ნატო და ალიანსის ქვეყნები თქვენს მხარეს არიან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის გახსნაზე.

დღეს, კიევში უკრაინა-ნატო-ს კომისიის საზეიმო სხდომა იმართება, რომელიც კიევსა და ალიანსს შორის ოც წლისთავს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ 6 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პრიორიტეტულობის შესახებ.