საოკუპაციო ხაზთან ბანერის აღმართვის მიზანია, ქართულმა მხარემ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დაიწყოს

საოკუპაციო ხაზთან ბანერის აღმართვის მიზანია, ქართულმა მხარემ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დაიწყოს

საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვას და ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,- ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.

„ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ამაზე მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული“,- განაცხადა აბაშიძემ.