პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ჯერ რეფორმების პროგრამას შეიმუშავებს და შემდეგ შეიტანს ალიანსში წევრობაზე განაცხადს

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ჯერ რეფორმების პროგრამას შეიმუშავებს და შემდეგ შეიტანს ალიანსში წევრობაზე განაცხადს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ჯერ რეფორმების პროგრამას შეიმუშავებს და შემდეგ შეიტანს ალიანსში წევრობაზე განაცხადს. აღნიშნული განცხადება პოროშენკომ უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენი პრიორიტეტია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რათა ნატო-ში წევრობა მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ შევიტანთ განაცხადს. ჩვენ რეფორმების პროგრამის, სტანდარტების დასაკმაყოფილებლად თანამშრომლობის პროგრამის შემუშავება გვჭირდება. ამიტომაც, გვჭირდება ნატო-ს პარტნიორების დახმარება და თანამშრომლობა და საამისოდ მზად ვართ“, - განუცხადა პეტრო პოროშენკომ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

დღეს, კიევში უკრაინა-ნატო-ს კომისიის საზეიმო სხდომა იმართება, რომელიც კიევსა და ალიანსს შორის ოც წლისთავს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ 6 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პრიორიტეტულობის შესახებ.