მათემატიკის ტრენერთათვის ინფორმაცულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი ჩატარდა

მათემატიკის ტრენერთათვის ინფორმაცულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი ჩატარდა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პროექტის მათემატიკის ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლების პროცესში“.  

ტრენინგის  მიზანია  ტრენერებისთვის იმ ძირითადი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სრულყოფილად გაცნობა, რომლებიც ინტეგრირებულია  მათემატიკის მოდულში. კერძოდ, ტრენერები გაეცნობიან შემდეგ პროგრამებს/რესურსებს: ვირტუალური სასწავლო გარემო - Edmodo, ხანის აკადემიის სასწავლო რესურსები, მათემატიკის კომპიუტერული პროგრამა - GeoGebra და ონლაინ გრაფიკული კალკულატორი - Desmos. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მონაწილეებს სატრენინგო პროცესში ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარება.

ტრენინგი ტრენერთა ორ ჯგუფს ჩაუტარდა. სულ 36 მონაწილე გადამზადდა, რომელმაც  უკვე გაიარა ტრენერთა ტრენინგი   - „აქტიური სწავლება მათემატიკაში“. აღნიშნული ტრენერები, შემდგომში, იგივე ტრენინგმოდულის მიხედვით 1900-ზე მეტ მათემატიკის პედაგოგს გადაამზადებენ 20 აგვისტოდან  12 სექტემბრის ჩათვლით.  

პროფესიული განვითარების საშუალება იმ 7000-ზე მეტ VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის  საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა, რომელმაც მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე გაიარა ზოგადპროფესიული უნარების მოდულები  2016-2017 წელს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.