საქართველოში ხვალ წვიმა შენარჩუნდება

საქართველოში ხვალ წვიმა შენარჩუნდება

საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა გრილი ჰაერის მასების მოქმედებით იქნება განპირობებული. მეტეოროლოგები წვიმის შესუსტებას 8-9 ივლისიდან პროგნოზირებენ, ხოლო 12 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სადაც გუშინ ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, 12 ივლისის ჩათვლით შტორმი მოსალოდნელი არ არის. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ცენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.