რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, პარლამენტიდან გამოწვეულ იქნას კონსტიტუციის არსებული პროექტი

რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, პარლამენტიდან გამოწვეულ იქნას კონსტიტუციის არსებული პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ დისკუსიას აზრი მაშინ ექნება, როდესაც პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო პროექტის განხილვები შეჩერდება. ასე ეხმაურება აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო საკითხებზე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის.

"კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, საჭირო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია შეჩერდეს ან გამოწვეული იქნას პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. შესაბამისად, ამის შემდგომ აქვს აზრი დისკუსიას და ამის შემდგომ შესაძლოა გაჩნდეს კონსენსუსისთვის გარკვეული ტიპის რესურსები. შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი მიღებულ იქნას ერთპარტიულად. ეს ვერ იქნება ვერანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის",- განაცხადა აბაშიშვილმა.

მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.