იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა

იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა

იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თბილისის მერობის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურის შეფასებისას განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, მთავრობა მზად არის, ჩაატაროს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები და ის იზიარებს პრემიერის მოსაზრებას, რომ ასეთ ვითარებაში კახა კალაძეს კონკურენტი არ ეყოლება.

„მე მართლაც იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც არის ასე შედეგზე ორიენტირებული თავის მუშაობაში, ასე ორიენტირებული გუნდურ ინტერესებზე და არა პირადზე და ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა. ეს ყველაფერი მე მაძლევს იმის რწმენას, რომ კახა მართლაც წარმატებული იქნება არჩევნებში. ამას, რა თქმა უნდა, თბილისის მოსახლეობა გადაწყვეტს, მაგრამ მე მჯერა, რომ კახა ამ არჩევნებში გაიმარჯვებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.