რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Sun” ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნის ინტერვიუ ჩამოართვა.
გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას მაკარტნიმ სენსაციური აღიარება გააკეთა. აღმოჩნდა რომ „The Beatles”-ის დაშლის შემდეგ, სერ პოლი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლურ სასმელებს ზომაზე მეტად მიეძალა.
მას შემდეგ რავ ჯგუფმა არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა, პოლ მაკარტნი მეუღლე ლინდასთან და შვილებთან ერთად შოტლანდიაში დასახლდა.
მუსიკოსი ორი წლის განმავლობაში საყვარელ საქმეს თითქმის ჩამოშორდა და მოძალებულ დარდს ვისკის ჭარბი დოზების მიღებით ახშობდა. მსოფლიომ შესანიშნავი მუსიკოსი კინაღამ დაკარგა.
საბედნიეროდ საქმეში ლინდა ჩაერია და მეუღლეს ალკოჰოლის მიღება სასტიკად აუკრძალა. ქალისა და ვისკის ორთაბრძოლა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
საბოლოოდ პოლმა ცოლს დაუჯერა, გრადუსიან სასმელებს ხელი დაუქნია და კვლავ მუსიკალურ საქმიანობას დაუბრუნდა.
„რომ არა ლინდა, ალბათ დღევანდელ დღემდე ვერ მოვაღწევდი“, - განუცხადა „The Sun”-ის კორესპონდენტს სერ პოლ მაკარტნიმ.