შაბათს ინგლისის ოქსფორდშირის საგრაფოს ქალაქ ტეიმში, ჯგუფი „Bee Gees”-ის წევრი რობინ გიბი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალს ორი ათასი ადამიანი დაესწრო.
გარდაცვლილის უკანასკნელი სურვილი გახლდათ, რომ სიკვდილის შემთხვევაში მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე დაეკრძალათ.
ცნობილ მუსიკოსს უკანასკნელ გზაზე მთელი ქალაქი მიაცილებდა, მათ შორის იმყოფებოდა ბარი გიბიც. რობინის დასაფლავებას მუსიკალური სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.
გასულ წელს ექიმებმა 62 წლის მუსიკოსს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რობინმა მკურნალობა დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში თავი უკეთ იგრძნო.
სამწუხაროდ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა და მუსიკოსის გადარჩნა ვერ მოხერხდა.
გასული საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს რობინ გიბმა, ძმებთან მორისთან და ბარისთან ერთად ჯგუფი „Be Gees” ჩამოაყალიბა.
2003 წელს მორის გიბი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯგუფმაა დროებითი შემოქმედებითი შვებულება აიღო, მაგრამ 2009 წელს რობინმა და ბარიმ „Be Gees”-ის ხელახლა აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.