პარლამენტის მხრიდან ასარჩევი თანამდებობის პირების არჩევის კვორუმი შესაძლოა 90 ხმამდე გაიზარდოს

პარლამენტის მხრიდან ასარჩევი თანამდებობის პირების არჩევის კვორუმი შესაძლოა 90 ხმამდე გაიზარდოს

პარლამენტის მხრიდან ასარჩევი თანამდებობის პირების არჩევის კვორუმი შესაძლოა 90 ხმამდე გაიზარდოს. საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე და სახალხო დამცველზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კონსტიტუციის პროექტში აისახება ცვლილება აღნიშნული თანამდებობის პირების ხმათა 3/5-ით არჩევის შესახებ.

ცნობისთვის, ამ თვალსაზრისით მმართველი გუნდი ნაწილობრივად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც პარლამენტს მის მიერ ასარჩევი თანამდებობის პირების კვალიფიციური უმრავლესობით დანიშვნას სთავაზობს. ამ კოტექსტში ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში მითითებულია გენერალური პროკურორიც. თუმცა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმი არ შეიცვლება.