პარლამენტის გარდა თეორიულადაც კი არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აღადგენდა

პარლამენტის გარდა თეორიულადაც კი არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აღადგენდა

საქართველოს პარლამენტის გარდა თეორიულადაც კი არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აღადგენდა - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

”ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

რატიანის განმარტებით, აფგან მუხთარლის საქმე რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიოს, ამას არ ექნება ნდობის მაღალი ხარისხი, შესაბამისად დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა.

”კონსულტაციები ნამდვილად გასამართია, თუმცა ამ გამოძიების მიმდინარეობისას ერთადერთი უწყება, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, ეს არის პარლამენტი.

ფაქტობრივად, საქართველოს საგამოძიებო უწყებები და ძალოვანები არიან ეჭვმიტანილი სერიოზულ დანაშაულში. შესაბამისად საქართველოს პარლამენტის გარდა თეორიულადაც კი არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აღადგენდა. ეს რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიოს, ამას არ ექნება ნდობის მაღალი ხარისხი. ამიტომ აუცილებელია კომისიის შექმნა. ეს ეხება საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ უნდა განვახორცილეოთ კონტროლი და ზედამხედველობა”-განაცხადა სერგო რატიანმა.