”ევროპულმა საქართველომ” აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დააყენა

”ევროპულმა საქართველომ” აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დააყენა

”ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

როგორც პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ”ევროპული საქართველო” მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია.

”ევროპული საქართველოს” ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელია გამოეხმაურა. დეპუტატის განმარტებით, აფგან მუხთარლის საქმე არცერთი დეპუტატისთვის არ არის ”რიგითი” საქმე, თუმცა ამ ეტაპზე უმჯობესია პარლამენტმა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღოს.

”არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი ჩემი კოლეგისთვის ეს რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამას. გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვექნება შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, რათა ამ თემაზე მივიღოთ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე. ჩვენ შევეცდებით პროკურატურისგანაც მივიღოთ ინფორმაციები. ამის შემდეგ ჩვენც გვექნება შიდა სამუშაო პროცესები თუ რა შეიძლება საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს. ის, რომ პარლამენტი უნდა იყოს ამ პროცესში, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, როგორც კანონმდებლობას შეესაბამება, ვაცნობიერებთ” - განაცხადა ეკა ბესელიამ.