პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას „ტელეშოუს ნუ დაარქმევს“. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი განხილვები მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიაში.
"საინტერესო იდეაა ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ მან და პრეზიდენტმა თავისი ხედვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის ალტერნატივა არ არის ის, რომ წავიდეთ პარლამენტში და ამ ფორმატში ვიმსჯელოთ. ინფორმაციას საჭიროებს საზოგადოება. ტელეშოუს პრეზიდენტი ასე ადვილად ნუ დაარქმევს, რადგან ასეთი „ტელეშოუ“ მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიაში",- განაცხადა ვოლსკიმ.