პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, აშშ-ის კონგრესისა და ლატვიის სეიმის მიწვევით, დაზვერვისა და უსაფრთხოების მე-8 საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი რამდენიმე წელია აშშ-ში, ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტარდება. მასში 60 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რიგის ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიაა ინფორმაციის ავი განზრახვით გამოყენების გამოწვევები, საბანკო და ფინანსური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და უცხოური ინვესტიციები, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, უსაფრთხოებისა და სამართალდით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ღონისძიებას ლატვიის სეიმი მასპინძლობს და მას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, ელჩები, აგრეთვე საბანკო და სატელეკომუნიკაციო სფეროს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.