ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ და საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ-დემოკრატიული მმართველობა, როგორც უმრავლესობის ერთი წევრი ამბობს, - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე უმრავლესობის განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, ხელისუფლება არის არაპროგრესული, ჩამორჩენილი და მათი იდეები ხდება სახიფათო.
"როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ლიდერი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ანუ მეფის დაბრუნება არის კარგი იდეა, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ვერ წასწევენ ვერასდროს წინ. ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ და საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ-დემოკრატიული მმართველობა, როგორც უმრავლესობის ერთი წევრი ამბობს. სავალალო სურათია ქვეყანაში - ხელისუფლება არის არაპროგრესული, ჩამორჩენილი და მათი იდეები ხდება სახიფათო. მონარქიის აღდგენა ნიშნავს თავად-აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას და მაშინ მიწებიც დავურიგოთ თავად-აზნაურობს. იმათ(უმრავლესობამ) იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ, ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა", - განაცხადა გოცირიძემ.