საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 2 საათით გვიან დაიწყება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 2 საათით გვიან დაიწყება

თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია 13:00 საათის ნაცვლად დაიწყება 15:00 საათზე.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული შეფერხებისათვის.

თბილისს 3-დან 31 ივლისამდე 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი მოემსახურება.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:

გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186

დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15

ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“

ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182

კრწანისის რაიონი - N51, N206

მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80

საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.