ფეხბურთელი ჩარლი ჩაპლინი

ფეხბურთელი ჩარლი ჩაპლინი

თავის დროზე ინგლისის ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი, ჯო მერსი გამოვიდა ინგლისის ახალგაზრდობის წინაშე და მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ფეხბურთში, „რადგან სპორტის ეს სახეობა ბევრისთვის გახდა უმაღლეს საზოგადოებაში შესასვლელი გზის დასაწყისი“.

ამის მაგალითად მერსიმ ჩარლი ჩაპლინი დაასახელა:

„ჩაპლინის კარიერა, - განაცხადა პრეზიდენტმა, - დაიწყო ფეხბურთის მეკარეობით. 1900 წლის დასაწყისში ახალგაზრდა ჩარლი გამოდიოდა კაბარეში და ხალხის წინაშე წარმოსახავდა ნამდვილ გოლკიპერს „ჩელსის“ სტადიონის მახლობლად. მაშინდელი მისი ნახტომები, პატივს დასდებდა ყოველ ახლანდელ მეკარეს და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთში გაცილებით შორს წავიდოდა ვიდრე კინოში“.