ელტონ ჯონი მაიდანზე

ელტონ ჯონი მაიდანზე

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სერ ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია და რამდენიმე წლის წინ კლუბი „უოტფორდის“ მფლობელიც გახლდათ.

ცნობილი გახდა რომ სერ ელტონი უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო პირველობას ესტუმრება. საფეხბურთო მატჩების დასწრების პარალელურად, ელტონ ჯონი 30 ივნისს კიევის თავისუფლების მოედანზე კონცერტს ჩაატარებს.

ეს ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იქნება და მისგან შემოსული მთლიანი თანხა შიდსთან ბრძოლის უკრაინული კომპანია „ანტისპიდის“ ანგარიშზე ჩაირიცხება.

კულუარული ცნობით, ზემოთდასახელებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ჯგუფი „Queen” და ამერიკელი მომღერალი ადამ ლამბერტიც მიიღებენ.