ბრიტანულმა ინტერნეტ გამოცემამ „Gigwise” საკუთარ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო 60 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯგუფებისა და მუსიკოს შემსრულებლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
გამოკითხვაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათმა 35 პროცენტმა საუკეთესოდ ჯგუფი „Queen” დაასახელა.
მეორე პოზიციაზე „Nirvana” აღმოჩნდა, მესამე საპატიო ადგილი კი ელვის პრესლიმ დაიკავა.
ბრიტანელმა მელომანებმა მეოთხე საფეხური ლეგენდარულ „The Beatles”-ს მიაკუთვნეს, მეხუთეზე კი მომღერალი დევიდ ბოუი გავიდა.
გამოცემის თანამშრომლებმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე არაპოპულარული ჯგუფების ხუთეულიც შეადგინეს. მათი ჩამონათვალი შემდეგია: „ Def Leppard”, “The Libertines”, “Kiss”, “Bon Jovi” და „Bee Gees”.