შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა

შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების მონაკვეთის შემოთავაზებული სახით განხორციელება დაუშვებელია.

როგორც რაქვიაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შემოთავაზებული ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა.

”ჩვენ მთლიანობაში ვუყურებთ შემოთავაზებულ ცვლილებებს. ეს ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს, მთლიან არქიტექტურას შეასუსტებს. ყველაფერი - უმაღლესი მთავარსარდლის საკითხი, უშიშროების საბჭოს საკითხი და მთლიანად ცვლილებები ერთიან ბმაშია და ამ ბმის ერთობლიობა გვაძლევს შესუსტებულ თავდაცვისუნარიანობას. შემოთავაზებული ცვლილებები არ ეყრდნობა არსებულ გამოწვევებს, არ ითვალისწინებს ოკუპაციას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებისგან პარლამენტი თავს შეიკავებს”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს აცნობს.