ამერიკული მას-მედიის განცხადებით, გუშინ პოპულარული ჯგუფი „Fletwood Mac”-ის ყოფილი წევრი ბობ უელჩი გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, 65 წლის მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტრაგედია ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში დატრიალდა. მისი ცხედარი გუშინ შუადღეს აღმოაჩინეს.
ბობ უელჩი გიტარისტი გახლდათ. 1971-1974 წლებში „Fleetwod Mac”-ში მოღვაწეობდა. უელჩთან ერთად ჯგუფმა ხუთი სტუდიური ალბომი გამოუშვა.
1976 წელს მუსიკოსმა საკუთარი ჯგუფი - “Paris” ჩამოაყალიბა. მუსიკოსებმა ორი დისკი გამოსცეს, მაგრამ პოპულარობას ვერ მიაღწიეს.
1977 წელს ბობ უელჩმა პირველი სოლო ალბომი - “French Kiss” ჩაწერა. ამ ჩანაწერში შესულმა კომპოზიციამ „ Sentimental Lady” უელჩს საქვეყნო აღიარება მოუტანა.
1998 წელს „Fleetwod Mac” როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმის წევრი გახდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ჯგუფის წევრებმა ბობ უელჩი არ დაპატიჟეს. ეს უარი მუსიკოსმა მტკივნეულად მიიღო და სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ყოფილ კოლეგებთან ყოველნაირ კონტაქტს თავს არიდებდა